­
 
Myiphone contact info
 
 
iphone seperator Ipad seperator Accessories seperator Sale seperator Online Sale   Contact add us on skype find us on facebook
 
 
Basket

[ 0 items ]

 
 
 
  Registration Login
 
ჩვენს შესახებ
კითხვა/პასუხი
მიმოხილვა
Get the Flash Player to see this rotator.
Production in Tbilis

iPhone 4S მიმოხილვა

A5 Dual-Core Chip, 2GSM Anthenas, World Phone (GSM & CDMA), 8MP Camera, 1080P Video Recording, Siri, New Wireless Anthena (Up to 14Mb/sec down), iOS 5, iCloud.
ეს ახალი iPhone 4S - ის ტექნიკური მახასიათებლებია
.
 
 
უკვე აპრობირებული, დახვეწილი დიზაინი საერთოდ ახალი მონაცემებით. პირველ რიგში მას აქვს A5 Dual-core Chipset (რომელსაც Apple წარმატებულად იყენებს iPad2 - ში 2010 წლიდან), რაც წინა მოდელთან შედარებით 2-ჯერ მეტ სისწრაფეს და 7 - ჯერ უფრო მაღალი გრაფიკის რენდერის საშუალებას აძლევს. 
iPhone 4S არის პირველი "მსოფლიოს მობილური": GSM & CDMA ქსელი ერთ ტელეფონში. აგრეთვე გაძლიერებული GSM ანტენით და ახალი Wireless ანტენით, რომელსაც 4- ჯერ უფრო მეტი ინტერნეტის მიღება შეუძლია. 
ძალიან ბევრია ადამიანი, ვისაც უყვარს iPhone 4 - ით სურათის გადაღება. iPhone 4S - ის შემთხვევაში კამერამაც დიდი წინსვლა განიცადა. Sony - ს მიერ დამზადებული 8.0Megapixel - იანი კამერა, სურათს უფრო ფერადსა და ნათელს ხდის. აგრეთვე 1080P Full HD ვიდეო-გადაღების "უნარი".
iPhone 4S აგრეთვე გააჩნია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აქამდე არცერთ სმარტფონს არ ქონია. iPhone - თან "ურთიერთობა" ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა..
   
"მოინახულე მეგობარი სხვა ქალაქში, ესტუმრე სხვას სახლიდან გაუსვლელად, მოაწყვე მნიშვნელოვანი შეხვედრები მარტივად.." ეს Apple - ს ცნობილი სერვისის Facetime - ს კომერციალია რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ამერიკულ ტელეარხებზე. 
Facetime საშუალებას გაძლევთ ვიდეო კავშირი დაამყაროთ პიროვნებებთან რომელთაც: iPhone 4, iPhone 4S, iPad2, iPod touch 4th, Mac აქვთ. ხარისხი იდეალურია. ასევე უკანა მაღალხარისხიანი კამერა საშუალებას გაძლევთ დაანახოთ პარტნიორს ის, რასაც თქვენ საკუთარი თვალით ხედავთ.
 
 
8.0 Megapixel - იანი კამერა, რომელსაც გააჩნია LED განათება, Face detection, ფერების სიმკვეთრის მარეგულირებელი და ერთი დამატებული ლინზა უფრო ნათელი ფოტოსთვის. ეს iPhone 4S - ის კამერის ახალი მახასიათებლებია, რაც განსაზღვრავს უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადაღებას და ძნელად თუ დაიჯერებთ, რომ ამგვარი ფოტოები მობილურით არის გადაღებული. 
რადგან ეს მობილური iPhone - ა თქვენ შეგიძლიათ სურათს ჩამოაშოროთ არასასურველი ადგილი ძალიან მარტივად, ასევე მოაშოროთ ე.წ. "წითელი თვალები" და თითის ერთი დაჭერით დაუბრუნოთ თვალებს ბუნებრივი ფერი.
 
 
 
Siri - ხელოვნური ინტელექტი რომელიც გააჩნია iPhone 4S - ს.
პირველ რიგში გავიაზროთ რაარის ინტელექტი. აქამდე ბევრ სმარტს ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თქვენი ზოგიერთი ბრძანება შეესრულებინა. მაგალითად: მუსიკის დაკვრა, რომელიმე პიროვნებასთან დარეკვა და კიდევ სხვა უმნიშვნელო რამ, რასაც რეალურად არც ვიყენებთ. მაგრამ Siri - ს შემთხვევაში სულ სხვანაირად ხდება. ის არ უკვირდება სიტყვებს, არამედ ხვდება მთლიანი წინადადების შინაარს, სწორედ ამიტომ შეგვიძლია მას იგივე შინაარსის, მაგრამ სხვადასხვა აგებულების შეკითხვა დავუსვათ და Siri ყოველთის ერთნაირ პასუხს გაგვცემს.

Siri - ს აქვს უნარი გაიგოს წინადადების შინაარსი თუმცა ეს ყველაფერი მოსაბეზრებელი იქნებოდა თუ ის ერთნაირ პასუხებს გაგვცემდა მრავალჯერ. სწორედ ამიტომ, Siri - ს ყველა პასუხი უნიკალურია.
Siri არ არის მხოლოდ დროის გაყვანის და გართობის საშუალება. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ და გააგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება როდესაც ხელები დაკავებული გაქვთ (მაგალითად: ვარჯიშობთ, მართავთ მანქანას და სხვ.)
პიკნიკი გაქვთ გადაწყვეტილი უქმე დღეებში?? კითხეთ Siri - ს ამინდის პროგნოზი და მისგან ამომწურავ პასუხს მიიღებთ, უფრო მეტიც მას შეუძლია თავად შეგვირჩიოს სამოსი. რომელიმე საჭმლის რეცეპტი დაგავიწყდათ ? არც ეს არის პრობლემა Siri ამას მოძებნის.
Siri გიდგენთ კალენდარს, გიყენებთ მაღვიძარას, გახსენებთ დღის გეგმას რათა თქვენ უკეთ შეძლოთ დროის სწორად განაწილება.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, Siri - ს გააჩნია ე.წ. „ხელოვნური ხასიათი“. ის აკვირდება თქვენს ინტონაციას, რამდენად თხოვთ მას ამა თუ იმ დავალებას და იმის მიხედვით თბილად გპასუხობთ. ასევე თუ მან შეგატყოთ რომ მოწყენილი ხართ, ის ცდილობს თქვენს გამხნევებას.

და ბოლოს Siri შეგვიძლია მოკლედ ასე დავახასიათოთ: თქვენი ხმოვანი ასისტენტი ნებისმიერ საქმეში, თქვენი მეგობარი რომელიც არასდროს მიგატოვებთ და რაც მთავარია უანგაროთ დაგეხმარებათ
.

 

Apple iPhone 4 მიმოხილვა

 

 განვიხილოთ ახალი აიფონის ის ძირითადი ფუნქციები, რითაც მან ასეთი დიდი პოპულარობა მოიხვეჭა.

 

 FaceTime - პროგრამა, რომლის საშუალებითაც ტელეფონის მფლობელს შეუძლია განახორციელოს ვიდეო ზარი. მისი მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია, საკმარისია მოძებნოთ თქვენს სატელეფონო წიგნაკში სასურველი აბონენტი ვისთანაც გინდათ ვიდეო ზარის განხორციელება და დააჭიროთ ეკრანზე FaceTime ბრძანებას. კავშირის დამყარება ორ მოწყობილობას შორის ხდება Wi-Fi ქსელის საშუალებით.

 

 

 
 

ვიდეო ზარის განსახორციელებლად განკუთვნილია ორი კამერა - ტელეფონის წინა და უკანა მხარეს, რომლის ჩართვა სურვილისამებრ შეუძლია აბონენტს.

 
Retina დისპლეი - ყველაზე მკვეთრი და ნათელი ფერების მქონე ეკრანი, რომელიც ოდესმე რეალიზებულა ტელეფონებში. მასზე ეტევა დაახლოებით ოთხჯერ მეტი პიქსელი წინავერსიებთან შედარებით, იმდენად მეტი, რომ ადამიანის თვალს უკვე აღარ შეუძლია კონკრეტული პიქსელების დანახვა, რის წყალობითაც შეიძლება ითქვას, რომ გამოსახულების ხარისხი იდეალურია.
 

 

 

 

 

"Multitasking" - მისი საშუალებით ახალ აიფონზე რამდენიმე პროგრამის ერთდროულად გაშვების საშუალება გვეძლევა, რაც ასე ძალიან აკლდა მის წინამორბედებს. თქვენ შეგიძიათ თამაშის დროს, მისი დახურვის გარეშე გადაიღოთ ფოტო, განახორციელოთ ზარი, ისარგებლოთ ბრაუზერით და შემდეგ ისევ განაგრძოთ თამაში შეწყვეტილი ადგილიდან.

 

 

 
ვიდეოს ჩაწერა და მონდაჟი HD ხარისხში - ახალი 5 მეგაპიქსელიანი კამერის და ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით, რომლითაც აღჭურვილია iPhone, შესაძლებელია HD ვიდეოს გადაღება დაბალი განათების პირობებშიც კი, შედეგი კი მოლოდინს ყოველთვის გადააჭარბებს... iMovie პროგრამა კი საშუალებას მოგცემთ გადაღებული ვიდეო დაამონტაჟოთ თქვენი სურვილისამებრ: დაადოთ ტიტრები, ამოჭრათ კადრები და ა.შ.

 

 

 

 

 

კამერა - 5 მეგაპიქსელიანი, სინათლის სენსორით და განათებით, ხუთმაგი ციფრული ზუმით, სენსორული ფოკუსირებით... ხოლო წინა კამერა იდეალურია ავტოპორტრეტების გადასაღებად.

 

 

 

 

 

 

 

აქ შეგიძლიათ ნახოთ აიფონ 4_ის კამერით გადაღებული სურათები:

 

 

   

 

 

ეს იყო მცირე ინფორმაცია iPhone 4_ის შესახებ, გარდა ამისა მას გააჩნია მრავალი შესაძლებლობები, რომელსაც ხელს უწყობს უამრავი ფასიანი თუ უფასო პროგრამა. მიუხედავად არც თუ ისე დაბალი ფასისა, მეოთხე სერიის აიფონმა მოლოდინები გაამართლა და თუ თქვენ გადაწყვეტთ მის შეძენას, გარწმუნებთ, რომ იგი თქვენი საყვარელი მოწყობილობა გახდება, რომლის გარეშეც ძალიან გაგიჭირდებათ.

 

iTunes-მიმოხილვა როგორ უნდა ჩავწეროთ iTunes საშვალებით

 

 

 
 
 
 
 
 
Apple iPad 2 მიმოხილვა
 

მეორე თაობის iPad_ის გაყიდვები, კომპანია apple_მ 2011 წლის მარტიდან დაიწყო, წინა ვარიანტის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ, წინა ვარიანტთან შედარებით iPad 2 მნიშვნელოვნადაა მახასიათებლებში და ზომებში განსხვავებული.

 


iPad 2 ის, ისევე როგორც iPad აქვს ორი მოდიფიკაცია iPad 2 Wi-Fi + 3G და iPad 2 Wi-Fi, Wi-Fi + 3G_ს დამატებული აქვს micro-SIM სლოტი მესამე თაობის ინტერნეტის მისაღებად. 



ორივე ვარიანტს აქვს Wi-Fi a/b/g/n, Bluetooth 2.1 სტანდარტების მხარდაჭერა და 16,32 ან 64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება.

iPad 2_ის სწრაფმოქმედებას უზრუნველყოფს ARM 1 GHz dual-core პროცესორი და 512 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება.




ეკრანი iPad 2_ს აქვს 9.7 დიუმის ზომის, სენსორული, LED-backlit IPS TFT ტიპის, საკმაოდ მაღალი გარჩევადობით: 768 x 1024 პიქსელი. 



iPad 2 ორი კამერითაა აღჭურვილი, პირველი კამერა უზრულველყოფს 960 x 720 პიქსელი გაფართოების ფოტოს და HD -720p ვიდეოს გადაღებას 30 კადრი/წამში სიჩქარით.



მეორე VGA რეზოლუციის კამერა კი iPad_ის ვიდეო ზარის - FaceTime_სთვის  გამოიყენება, რომელიც მოლოდ Wi-Fi_ის საშუალებით მუშაობს.



ოპერაციული სისტემა iPad 2_ში, ისევე როგორც iPhone 4_ში ჩატვირთულია iOS 4, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ინტერფეისით და მულტიტასქინგით.

 

 
 
 
 რაც შეეხება კვებას, აქვს ლითიუმ  - პოლიმერის ტიპის 6930 mAh მოცულობის ელემენტი, რომელიც ინტერნეტში მუშაობას Wi-Fi_ს საშუალებით, ასევე ვიდეო ან მუსიკის მოსმენის რეჟიმში 10 საათამდე მუშაობას უზრუნველყოფს, ხოლო მესამე თაობის ინტერნეტში მუშაობას 9 საათამდე.


და ბოლოს კომპლექტაციაში iPad 2_ს მოყვება დამტენი, USB კაბელი და მომხმარებლის ინსტრუქცია.
 

 


 
The new iPad მიმოხილვა

 

2012 წლის მარტში Apple-მ წარმოგვიდგინა თავის ახალი, რევოლუციური The new iPad, სადაც  ისევე როგორც ყველა თავის ახალ მოდელში ჩადებულია ბევრი ინოვაცია, The new iPad მაღაზიებში 16 მარტიდანაა წარმოდგენილი. ამ მიმოხილვაში შევეცდებით ხაზი გაუსვათ ახალი iPad-ის განსხვავებებს წინა მოდელებთან შედარებით.



The new iPad არის 2 მოდიფიკაციის WiFi და WiFi + 4G, LTE მეოთხე თაობის ქსელის მხარდაჭერა iPad-ს AT&T და Verizon-ის სიხშირეებზე ექნება, ამერიკისა და კანადაში, სადაც მონაცემთა გაცვლის სიჩქარე 73 მბ/წმ - მდე მიაღწევს, ასევე აქვს CDMA2000 ტექნოლოგიის მხარდაჭერა Verizon ქსელისთვის -  3.1 მბ/წმ სიჩქარით,   ხოლო ჩვენი რეგიონისთვის HSDPA ტექნოლოგიის მხარდაჭერა - 21 მბ/წმ სიჩქარით თუ რათქმაუნდა მომსახურე ოპერატორს ექნება ამ სიჩქარის მოწოდების საშუალება.


მაგრამ ყველაზე დიდი ღირსება ამ მოწყობილობის მაინც არის  Retina დისპლეი, საუკეთესო iPad ების ისტორიაში. სადაც რეზოლუცია 2048 x 1536 წერტილია, რაც 4 ჯერ უფრო მეტია პიქსელების რაოდენობით iPad 2-თან შედარებით და 44 პროცენტით მეტია ფერების ინტენსივობა - იმავე 9.7 დიუმის მქონე ეკრანზე.


და მილიონი პიქსელით მეტი Full HD გაფართოების მქონე ეკრანებთან შედარებით.


ახალ iPad-ში მოცემულია iSight კამერა , რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ 5 მეგაპიქსელიანი ფოტო და 1080p HD გაფართოების ვიდეო და მეორე, ე.წ. FaceTime კამერა VGA ხარისხით და 30 კადრი/წამში სიჩქარით, რასაც ვიდეო ზარებისთვის გამოვიყენებთ.



მეგაპიქსელზე მნიშვნელოვანი, რაც სურათის ხარისხს განსაღვრავს iSight კამერაში, არის  მაღალი ხარისხის ხუთი ელემენტისგან შემგარი ოპტიკა, პროცესორი, რომელიც  გამოსახულების სიგნალს ამუშავებს და რათქმაუნდა დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფა.



ახალი iPad მუშაობს iOS 5.1 ვერსიაზე, რისთვისაც უკვე 200 000 - მდე სხვადასხვა ტიპის აპლიკაცია გამოსული და რაც წარმოუდგენლად გაზრდის თქვენი iPad-ის ფუნქციონალურობას.



ერთადერთი ნაკლი ახალ iPad  ის შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ არ მუშაობს ,,siri'', მაბრამ აქვს ე.წ. კარნახის ფუნქცია, რითაც შეგეძლებათ დაწეროთ ელ. ფოსტა, იმუშაოთ ინტერნეტში და აკრიფოთ ტექსტი ხმით კარნახის საშუალებით.


ეს არის, ის უპირატესობები რაზეც გვინდოდა ხაზი გაგვესვა ახალ  iPad-ზე,  მოწყობილობამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ტაბლეტების მოყვარულთა რიგში - თავის Retina დისფლეით და წარმოუდგენლად მაღალი ინტრნეტის მიღების შესაძლებლობით, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ახალ iPad-ს კონკურენტი არ ყავს, ამ ტიპის მოწყობილობებს შორის. 

 

Mac OS X (Review)

 

სანამ Apple – ს კონკურენტები იმაზე წვალობენ რომ მდაბიო ხარისხის პროდუქციის გაყიდვა შეძლონ დაბალ ფასად, Apple მათ საპირისპირო ნაბიჯით პასუხობს. ისინი ქმნიან ყველაზე დაცულ, ყველაზე კომფორტულ, ყველაზე მრავალფუნქციურ ნაწარმს, ფასი კი მართლაც სოლიდურია. როგორც თავად Apple – ს დეველოპერები განმარტავენ: “აქ ხარისხი ფასზე მაღალია”.

Mac os X Lion (beta) ვერსიის გამოსვლას თან ახლდა ახალი iMac – ების გამოსვლა რომელსაც აქვს Facetime camera და რაც მთავარია Full HD display.

Lion ის პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ Macbook air რომელიც 2010 წლის მოდელია დროზე გათვალეს და მისი გენიალურობა ოდნავადაც არ დაკარგულა. სწორედ ამ ლეპტოპით მოხდა ახალი OS – ის პრეზენტაცია.

როგორც ვარაუდობენ ახალმა სისტემამ ბოლომდე უნდა ჩაანაცვლოს Leopard – ი.

 

Mac OS X Lion თავსებადია შემდეგ მოდელებთან: iMac, Macbook, Mac Mini, Mac Pro.

===

 

პირველი სიახლე რასაც გვთავაზობენ ეს არის ის, რომ Lion – ის დისკი არ გაიყიდება და ის მხოლოდ “Available” იქნება Mac APP Store – ში (29.99$).

შემდეგი სიახლე არის ის რომ აპლიკაციის გაშვება შეგვიძლია ახლა უკვე სრულ ეკრანზეც(Ful-screen Apps). ძალიან იოლი არის Full-Screen აპიკაციების შეცვლაც.

Multi-task Gestumes
Lion შესაძლებლობას გვაძლევს სრულიად განსხვავებულად ვმართოთ ჩვენი კომპიუტერი. ახალ Scrolling – ს წარმოუდგენელი ფუნქციები აქვს. მაგალითად ორი თითის მეშვეობით შეგვიძლია სტატია ზემოთ ავწიოთ და ქვემოთ ჩამოვწიოთ. Trackpad – ით შესაძლებელია Zoom და ა.შ.

Mission Control
Trackpad – ით შეგიძლიათ მართოთ თქვენი კომპიუტერი ძალიან მარტივად. მხოლოდ ერთი ხელის გასმა არის საჭირო იმისთვის რომ აპლიკაციები შეიცვალოს.

Mac App Store
Мac App store კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა. აქ შეგიძლიათ რამოდენიმე წამში მოიძიოთ სასურველი აპლიკაცია, მუსიკა ან ვიდეო. ასევე Mac OS X -ის ოფიციალური საისნტალაციოები გაიყიდება მხოლოდ Mac App store – ში.

Launchpad
Launchpad არის სრულიად ახალი, ინოვაციური მიღწევა. ერთადერთი მისი მინუსი არის ის რომ iMac – ზე ვერ იხმართ Trackpad ის გარეშე. მათ “ისესხეს” Launchpad iOS – ისგან და ახლა თქვენ შეგიძლიათ მარტივად გამოიტანოთ ეკრანზე აპლკაციები.

Resume
თუკი თქვენ გაგეთიშებათ შემთხვევით ფანჯარა Resume ფუნქცია საშუალებას გვაძლევს ფანჯარა დავაბრუნდოთ იმ მდგომარეობაში, სანამ ის გამორთვამდე იყო

Airdrop
AirDrop-ი გაძლევთ საშუალებას გააგზავნოთ თუ მიიღოთ ფაილები უსადენო ქსელის მეშვეობით. ეს შესანიშნავი ფუნქცია არ მოითხოვს დაინსტალირებას ან დამატებით პროგრამულ უზრუნველყოფას. უბრალოდ დააჭირეთ Finder-ის გვერდით მენიუში მდებარე ნიშანს AirDrop და თქვენი Mac ავტომატურად იპოვნის თქვენს მახლობლად ადამიანებს რომლებიც სარგებლობენ AirDrop-ით. იმისთვის რომ გააგზავნოთ ფაილი, საკმარისია გადაიტანოთ იგი მომხმარებლის სახელზე, და თუ ის თანახმა იქნება, ფაილი პირდაპირ მის კომპიუტერში, კერძოდ კი გადმოწერილი ფაილების Folder-ში აღმოჩნდება. როდესაც ფაილების გადაცემას დაასრულებთ, უბრალოდ დახურეთ ფანჯარა Finder, და თქვენი Mac ისევ გახდება უხილავი სხვა მომხმარებლებისთვის.

Mail
სპეციალური აპლიკაცია რომლითაც დაუკავშირდებით ელექტრონულ-ფოსტას და შეძლებთ ნებისმიერი ინფორმაციას წაკითხვასა და გადმოწერას. Apple – ს დეველოპერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ საფოსტო ყუთთან ურთიერთობა ყოფილიყო ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის.. შეუძლებელია ავღწერო ყველა ის სიახლე რასაც Apple გვთავაზობს ან გადმოგცეთ ის სიამოვნება რომელიც Mac OS X Lion – თან ურთიერთობისას მეუფლება.


 
ახალი iPhone 5
 
 
 

მოგეხსენებათ, 12 სექტემბერს Apple - მა ოფიციალურად გააკეთა ანონსი ახალი, iPhone 5-ის შესახებ, რომელშიც როგორც ნავარაუდევი იყო, ჩადებულია  ბევრი სიახლე, ქვემოთ ჩვენ ძირითადად შევეხებით განსხვავებებს მის წინამორბედებთან შედარებით.



iPhone 5 ზომაში გაზრდილია, მაგრამ წონით შემცირებულია, წონა 112 გრამია, რაც 28 გრამით ნაკლებია 4S - თან შედარებით, ეს მიიღწევა სისქისა და დამზადებული მასალის ხარჯზე. 
 

გაზრდილია ეკრანის ხარისხი და ზომაც, ახალ iPhone - ში გამოყენებულია 4 დიუმის ზომის ,,რეტინა" ეკრანი, რომლის რეზოლუციაც 1136 x 640 წერტილია, 326 ppi წერტილთა სიმჭიდროვით.
 

 

რაც შეეხება კომუნიკაციის საშუალებებს, თითქმის იგივე აქვს რაც წინა ვერსიებს, დამატებული აქვს მეოთხე თაობის ქსელი LTE, რაც ინტერნეტის მიღების სიჩქარეს 100 მბ/წმ - მდე ზრდის, თუმცა ამ ეტაპისთვის საქართველოში ამ უპირატესობით ვერ ვისარგებლებთ.

გამოიყენება NanoSim,   რაშიც სიმ ბარათის ზომები კიდევ უფრო შემცირებულია.



ძირითადი კამერის მახასიათებლებიც თითქმის იგივეა, გაზრდილია FaceTime კამერის რეზოლუცია, რომელიც 1.2 MP - ია და 720p HD ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას იძლევა. FaceTime - ის განხორციელება მესამე თაობის ინტერნეტითაცაა შესაძლებელი. ასევე შეგვიძლია გადავიღოთ პანორამული ხედები 8 მპ - იანი კამერის საშუალებით. 
 

შეცვლილია ყურსასმენების ვიზუალური მხარე და ხარისხი.
 

ასევე მნიშვნელოვნად შემცირებულია დამტენის ფორმა წინა ვერსიებთან შედარებით, გამოყენებულია ე.წ  ,,Lightning'' 30 პინიანი ადაპტერი, რომელზეც სამომავლოდ სხვა Apple - ის მოწყობილობებიც გადავა.
 
 

ტექნიკური მხარის გარდა ახალ iPhone -  ში გვექნება iOS 6, განახლება, რომელიც კიდევ უფრო მეტი აპლიკაციის დაყენების შესაძლებლობას მოგვცემს მოწყობილობაში.

სულ ეს იყო რაც ახალ iPhone - ზე გვინდოდა გვეთქვა და ვიმედოვნებთ, რომ სექტემბრის ბოლოს iPhone 5 - ის შეძენა ,, myiphone-ში'' იქნება შესაძლებელი.



 
   
 
› მთავარი   › კონტაქტი Created by Ge Studio